spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კასპის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცმა 80 წელს გადაცილებული ქალი მოკლა

კასპის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის წევრი, 80 წელს გადაცილებული ქალი მოკლა.

მკვლელობა სოფელ სასირეთში მოხდა. 35 წლის მამაკაცმა ქალს სასიკვდილო დარტყმა თავის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მოკლული ქალის გერის შვილია.

რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები