spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კელი დეგნანი – ამ კანონის განვითარების პროცესი უდიდესი შეშფოთების საგანია

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს ლონდა თოლორაიას შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დეგნანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება შემაშფოთებელია.

 

“სახელმწიფო ინსპექტორი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საქართველოში მოქალაქეების დაცვის კუთხით. მისი საქმიანობაა საჯარო მოხელეების მიერ შესაძლო დანაშაულების გამოძიება, რათა ისინი დარჩნენ ანგარიშვალდებულები მოქალაქეების წინაშე. ეს რთული, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმიანობაა.

 

შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომ მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ინსპექტორის სამსახურს ორად გაყოფს. ამ კანონის განვითარების პროცესი უდიდესი შეშფოთების საგანია. ეს ნაჩქარევად მოხდა, თუნდაც სახელმწიფო ინსპექტორთან კონსულტაციების, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გარეშე. 

 

სახელმწიფო ინსპექტორმა გვითხრა, რომ მისმა ოფისმა წარუდგინა საკანონმდებლო შეთავაზება, რომელიც გულისხმობს ამ სააგენტოს გაძლიერებას, თუმცა ამ კანონმდებლობის განხილვა არ მომხდარა. ყველაზე მეტად პრობლემატური საკითხი არის ის, რომ ეს ახალი კანონი შეიცავს იმ რეგულაციას, რაც გულისხმობს თანამშრომლების გათავისუფლებას სახელმწიფო სამსახურიდან მარტის თვეში, მაშინ როცა არანაირი კითხვის ნიშანი ამ თანამშრომლის მიმართ არ ყოფილა.

 

პარლამენტმა უნდა შეაჩეროს და შეანელოს ეს პროცესი. არ არის მისი აჩქარების საჭიროება”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები