ამ პროცესის ზედმეტად შეფერხება იწვევს შეშფოთებას და ქმნის დამატებით კითხვებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოს მიერ პროცესის გადადება მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო.
“ასეთ სიტუაციაში სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო. განსაკუთრებით როდესაც გადაუდებელი სიტუაციაა, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
ადრეც აღვნიშნეთ და ახლაც ვამბობთ, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამან მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება მისი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური სიჯანსაღის უზრუნველყოფისთვის. ამ პროცესის ზედმეტად შეფერხება იწვევს შეშფოთებას და ქმნის დამატებით კითხვებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.