spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კელი დეგნანი – არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ჰქონდეს ინფორმაცია ამ სატვირთოს შესახებ

ძალიან ბევრი სპეკულაციაა ამ ინციდენტის შესახებ, – ასე უპასუხა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიის კითხვას ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებებს.

 

“არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ჰქონდეს ინფორმაცია ამ სატვირთოს შესახებ. ძალიან ბევრი სპეკულაციაა მთელი ინციდენტის შესახებ და იმის მტკიცების თაობაზე, რომ ამან მოახდინა უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი თავდასხმების შეფერხება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ რა მოხდა ამ სატვირთოსთან დაკავშირებით, არავის აქვს ინფორმაცია. 

 

ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან. ამ სამსახურებთან უკვე ათწლეულებია, ვმუშაობთ, ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ისინი შესაძლებლობებით და დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ შესაბამისი სწავლება, აღჭურვილობა საქართველოს საზღვრების დასაცავად და იმისთვის, რომ შეაკაონ რუსეთის აგრესია და ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები