spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კელი დეგნანი – აშშ არის ამაყი იმით, რომ აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს ქართველ მოსამართლეებს

აშშ არის ამაყი იმით, რომ აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს ქართველ მოსამართლეებს მათ ძალისხმევაში გააძლიერონ სასამართლო დარბაზებში მუშაობა და ეფექტურობა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

 

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ საქართველოს მასშტაბით უამრავ მოსამართლეს შევხვდი, ყველა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებს, მათ შორის რეგიონებში. მე ყველა მათგანისგან მოვისმინე აშშ-ში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, სასწავლო ვიზიტების, ტრენინგების შესახებ. ჩვენ ჩამოგვყავს ამერიკელი მოსამართლეები საქართველოში, რათა მოხდეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. ის, რაც მე მათგან მოვისმინე, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ კიდევ მეტი ასეთი შესაძლებლობა იყოს, მეტი სასწავლო ვიზიტი, მეტი ტრენინგი, რადგან ძალიან ღირებულია, როდესაც მოსამართლეები იკრიბებიან და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, მოსაზრებებს. ზოგადად შეხედულებების გაცვლა ყოველთვის ძალიან ნაყოფიერია და რა თქმა უნდა, ემსახურება იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემის მოდერნიზაციისკენ. ეს ძალისხმევა დიდი ხანია, გრძელდება და ამას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები.

 

საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და მუშაობის თვალსაზრისით, თუმცა ეს სამუშაო და ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. ეს ნათელია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12 პრიორიტეტისგანაც. ეს იგივე სამუშაო, რაც საქართველოს დღის წესრიგში გარკვეული დროა არსებობს. აშშ არის ამაყი იმით, რომ აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს ქართველ მოსამართლეებს მათ ძალისხმევაში გააძლიერონ სასამართლო დარბაზებში მუშაობა და ეფექტურობა და კანონის აღსრულების უნარი მათ წინაშე არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ჩარევის გარეშე”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა ლევან მურუსიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოსამართლეები აშშ-ში “ექსკურსიაზე დაჰყავთ” და რეალურად იქ არაფერს სწავლობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები