spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კელი დეგნანი – ძალიან შემაშფოთებელია სავარაუდოდ, კოორდინირებული ძალადობის ყურება, რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში

ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ მიეცათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ ადგილზე შესვლისა და პოლიციის მხრიდან უპასუხოდ ვანდალიზმის, გაძარცვის და ქონების განადგურების უფლება, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი “პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

 

“მინდა, გამოვეხმაურო გასულ შაბათს, ლისის ტბაზე განვითარებულ მოვლენებს. ძალიან სამწუხარო იყო ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც სავსე იყვნენ სიძულვილით, ძალადობის გამოყენება მშვიდობიანი, დახურული კონცერტის ჩასაშლელად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამბობენ, რომ მოქმედებენ ღმერთის სახელით. ხალხი შეიძლება, ვერ თანხმდებოდეს ბევრ საკითხზე, მაგრამ შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ ქრისტიანული ღირებულებები, უპირველეს ყოვლისა, არის თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა, პატივისცემა, იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.

 

გასულ წელს ვნახეთ, რომ პოლიციამ იცის, როგორ დაიცვა მოქალაქეები და გააკონტროლოს მომიტინგეები. წინა კვირას, შაბათის ღონისძიების წინა დღეს დამარწმუნეს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები მომიტინგეებს პოლიციის პერიფერიის გარღვევის უფლებას არ მისცემდნენ და მომიტინგეები უსაფრთხო დისტანციას დაიცავდნენ კონცერტზე დამსწრე ხალხისგან, არცერთი არ მომხდარა. ჩვენ ასეთი ვერაფერი ვნახეთ. ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ მიეცათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ ადგილზე შესვლისა და პოლიციის მხრიდან უპასუხოდ ვანდალიზმის, გაძარცვის და ქონების განადგურების უფლება.

 

ძალიან შემაშფოთებელია ხალხზე სავარაუდოდ, კოორდინირებული ძალადობის ყურება, რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში. ეს ექსტრემისტები, რომლებიც შაბათს ვნახეთ, იყვნენ იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც მოაწყვეს ძალადობა 2021 წელს. ისინი არიან „ფეისბუკის“ საიტებზე, ვიდეოზე, მხარს უჭერენ, ძალადობისკენ მოუწოდებენ, ამბობენ, რომ თბილისის ქუჩებში სეირნობისას ყბების დამტვრევას და სისხლის დაღვრას აპირებენ, ემუქრებიან ხალხს ძალადობით და ამაყად ამბობენ, რომ ისინი ძალადობის მომხრე არიან. ვფიქრობ, თბილისში ყველა თავს უფრო დაცულად იგრძნობს, როცა ვიდეოზე მყოფ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები