იმედი გვაქვს, საქართველო ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, რათა გადაწყდეს სასამართლო სისტემაში კორუფციის ბრალდებები და რეალურად გადადგას არსებითი ნაბიჯები, რათა შექმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
“რაც შეეხება კითხვას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენი შეგრძნებით ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, რადგანაც ეს არის შესაძლებლობა, გადაწყდეს სასამართლოში არსებული კორუფციის შესახებ ბრალდებები. ეს გახლავთ შესაძლებლობა, მოხდეს დემონსტრირება საქართველოს მთავრობის ერთგულებისა კორუფციასთან ბრძოლისადმი და ნამდვილად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისადმი.
დემოკრატიის სამიტზე ვაშინგტონში, საქართველომ, პრეზიდენტ ბაიდენთან და 100 მეტ სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, დადო პირობა ებრძოლოს კორუფციას, დადო პირობა დაიცვას და წინ წაწიოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობის პრიორიტეტები, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ფუნქციონალური დემოკრატიისთვის.
იმედი გვაქვს, საქართველო ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, რათა გადაწყდეს სასამართლო სისტემაში კორუფციის ბრალდებები და რეალურად გადადგას არსებითი ნაბიჯები, რათა შექმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.