spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კელი დეგნანი – მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აუცილებელია არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. 

 

ამასთან, ელჩმა არჩევნების მიმართ მოქალაქეთა ნდობისთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 

“აშკარაა, რომ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი ფოკუსირდეს ისეთი საკითხების უზრუნველყოფაზე, რომ ეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს და შემცირდეს პოლარიზაცია. საარჩევნო კომისიების თანამშრომლები უნდა იყვნენ კარგად მომზადებული ახალ ტექნოლოგიებში, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შედეგად შემოვიდა. მნიშვნელოვანია საზოგადოებაც ინფორმირებული იყოს იმ ცვლილებების შესახებ, რაც განხორციელდა. არჩევნების შემდეგ კი მნიშვნელოვანია საჩივრების სამართლიანად და გამჭვირვალედ განხილვა, იმისათვის, რომ საზოგადიებას არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა ჰქონდეს”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები