spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კელი დეგნანი – მნიშვნელოვანია, შეუფერხებლად გაგრძელდეს ეს პროცესი, გადადების დრო არ არის

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესები გაგრძელდეს.

 

“ჩვენ ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სააკაშვილის კეთილდღეობის საკითხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსმენა გაგრძელდეს. ადამიანის სიცოცხლე სასწორზეა და ამ დროს ფოკუსი უნდა იყოს იმის უზრუნველყოფაზე, რომ სააკაშვილი ან ნებისმიერი ამ პოზიციაში, მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებდეს.

 

ბევრმა გააკეთა განცხადება, მათ შორის სახალხო დამცველმა, რომ მას სჭირდება სათანადო და საჭირო სამედიცინო დახმარება და ზუსტად ეს უნდა დადგინდეს სასამართლო პროცესზე და ამიტომ მნიშვნელოვანია, შეუფერხებლად გაგრძელდეს ეს პროცესი, გადადების დრო არ არის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები