აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს.
“მოდით, კიდევ ერთხელ ნათლად ვისაუბროთ ფაქტებზე: 19 აპრილის შეთანხმება მკაფიოდ და ნათლად აჩვენებდა, რომ მოსამართლეთა არჩევა უნდა გადადებულიყო იქამდე, ვიდრე არ იქნებოდა ფართო და ყოვლისმომცველი, მრავალპარტიული, ინკლუზიური მსჯელობა რეფორმაზე. მხოლოდ ამის მერე უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეთა არჩევა. ეს შეთანხმება არის მკაფიო და ნათელი, ყოველგვარი გვერდითი ან ზეპირი შეთანხმებების გარეშე, რასაც “ქართულმა ოცნებამ” და სხვა პარტიებმა ხელი მოაწერეს. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შენ აწერ ხელს, ეთანხმები იქ მოცემულ პირობებს”, – განაცხადა დეგნანმა.