spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კელი დეგნანი – საქართველოს არჩევანია, ვინ იქნება მისი პარტნიორი

საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

 

“რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა ზურგს აქცევს „ერთი სარტყელისა და გზის ინიციატივას“, ეს მას შემდეგ ხდება, რაც რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლო იყო მათი ქვეყნებისთვის. თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა გამოიყენოს, იმედს ვიტოვებ, რომ ეს კარგ შედეგებამდე მიიყვანს. 

 

ჩანდა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს არჩევანია, ვინ იქნება მისი პარტნიორი. აშშ რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად, როგორც ეს იყო გასული წლების განმავლობაში. ჩვენი თანამშრომლობის ისტორია ძალიან პოზიტიურია და მკაფიოდ აჩვენებს იმ კონკრეტულ სარგებელს, რომელიც მოიტანა აშშ-ის და საქართველოს პარტნიორობამ“, – განაცხადა დეგნანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები