spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კელი დეგნანი – საქართველოს და უკრაინას ჰყავთ საერთო მტერი და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთად იდგნენ

საქართველოს და უკრაინას ჰყავთ საერთო მტერი და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთად იდგნენ და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

 

“მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ოფიციალურ კომუნიკაციაზე საქართველოსა და უკრაინას შორის. ყველას გვესმის, რომ საკმაოდ რთული პერიოდია. 

 

არის ზეწოლა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან, ასევე საქართველოზე და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ საქართველოს და უკრაინას ჰყავთ საერთო მტერი და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთად იდგნენ და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 

 

ვიმედოვნებ, დიპლომატიური გზებით თუ პირადი საუბრებით საქართველო და უკრაინა შეძლებენ, რომ გადალახონ ეს ვითარება”, – განაცხადა დეგნანმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები