spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კელი დეგნანი – საქართველოს შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე

რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე. ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკის კანონი გვთხოვს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა “იმედთან“ ინტერვიუში მოსამართლეების სანქცირებაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

 

“სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა, მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩარეული არიან კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი, მოთხოვნა და ვალდებულება, განვახორციელოთ ეს ქმედება, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებას, შეუძლია თუ არა შევიდეს აშშ-ში. სავიზო სანქციები არ აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს ამერიკაში შესვლის. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო და ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ“, – განაცხადა ელჩმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები