spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კელი დეგნანი – სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, სერიოზულად უნდა იყოს აღქმული და არა ნაჩქარებ გადაწყვეტილებად. 

 

“სანქციები ერთ-ერთია იმ მრავალ ინსტრუმენტს შორის, რომელიც გვაქვს. ნახეთ აშშ-ის საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები, რომ ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ მოსამართლეთა დანიშვნის გამო, მას შემდეგ, რაც დაჟინებით მოვუწოდებდით მისი შეჩერებისკენ.

 

საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ, რომ ეს დანიშვნები შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე. ეს ჯერ არ მომხდარა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს მოსამართლეები დაინიშნენ. პარლამენტს შეეძლო ამ პროცესის შეჩერება. გეტყვით, რომ აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები არ გაკეთებულა ნაჩქარევად, ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რაც ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული და არ იქნას უგულებელყოფილი, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული” – განაცხადა კელი დეგნანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები