ფაქტი, რომ ხორციელდება თავდასხმები მოქალაქეებზე, არის ძალიან დიდი შეშფოთების საგანი ყველასთვის და განსაკუთრებით ქართველი მოსახლეობისთვის, რომელთაც ეს ახსენებთ 90-იან წლებს, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.
“ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა ამ პერიოდიდან გამოსულიყო. როგორც ვიცი, გარკვეულ საქმეებზე არიან დაკავებულები თავდასხმებში და ძალადობაში ეჭვმიტანილი პირები. ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხს უდგებიან სერიოზულად.
ძალადობა არის დასაგმობი და ჩვენ ვგმობთ მას. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრები, ლიდერები აქტიურად გმობდნენ ამ ძალადობას. არ ვარ პიროვნება, რომელიც ცუდ სიტყვებს მოიხსენიებს, ბოლო სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობ ხალხის გაერთიანებას, პოლიტიკური ლიდერების გაერთიანებას ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.