spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კელი დეგნანი – ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აქვთ

ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევით, რომ საქართველო იყოს მეტად მდგრადი და მედეგი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ მტკიცე მხარდაჭერას, მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აქვთ, თუმცა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა განსწავლულია და შეუძლია, გაარჩიოს პროპაგანდა სიმართლისგან, სიმართლე კონსპირაციის და ტყუილისგან.

 

“ჩემი აზრით, უნდა შევხედოთ, რატომ ამბობენ ეს ადამიანები იმას, რასაც ამბობენ, არ აქვთ ფაქტები, არ ფლობენ ინფორმაციას? თუ სხვა მოტივები ამოძრავებთ და რა მოტივებია მიღმა? ეს იქნებოდა კითხვები რეალურად რაც უნდა დავსვათ. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა, წამყვანი ლიდერები დისტანცირებას ახდენენ იმ განცხადებებისგან კერძო შეხვედრების დროს, რომლებიც დამაზიანებელია, ჩვენ შორის ურთიერთობების შესუსტებაზეა გათვლილი. ეს არ ასახავს იმ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსთან გვქონდა 30 წლის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, ეკონომიკის გაძლიერებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას. თუ იქნება გარემო პრორუსული პროპაგანდისთვის, რომელიც ცდილობს, დააბნიოს, გაყოს ხალხი, ჩვენ შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ფოკუსი მნიშვნელოვანზე.

 

საქართველოს საუკეთესო ინტერესებში არის, დარჩეს ევროპის გზაზე. თუ მიმოვიხედავთ და შევხედავთ ევროპას, კონკრეტული სარგებელი მშპ-ის ზრდა, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი, გაუმჯობესებული განათლება და გაზრდილი შესაძლებლობები მოქალაქეებისთვის, ეს არის, რაც ევროპაში შესვლას მოაქვს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ამას იმსახურებენ. საქართველოს ორიენტაციაც საუკუნეების განმავლობაში ევროპისკენ იყო, წამიკითხავს თქვენი ლიტერატურა, გავცნობივარ თქვენს ისტორიას და უფრო ნათელია ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ეს საქართველოს კულტურის ნაწილია. არ არის ეს ახალი, საუკუნეების განმავლობაში იყო, არ არის თავზე მოხვეული საქართველოზე, ეს მომდინარეობს საქართველოს ისტორიიდან და ტრადიციიდან. ევროკავშირის ნაწილად ყოფნა კი ნიშნავს თქვენი ტრადიციების, თქვენი კულტურის მეტ დაცვას, ამას ნახავთ კიდეც როგორც კი ესტუმრებით ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოს, თუ რამდენად კარგად არის დაცული მათი მდიდარი ტრადიციები და ისტორია. არ არის ნამდვილად ეს რისკის ქვეშ, საქართველოს ეკლესია, საქართველოს უნიკალური, შესანიშნავი კულტურა, მისი ტრადიციები განაგრძობენ არსებობას და უკეთ იქნება დაცული ევროპული სისტემის ფარგლებში.

 

ჩემი რჩევა შემდეგი ელჩისადმი იქნებოდა, შეინარჩუნოს ყურადღება იმაზე, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში. როდესაც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბებიან და იქნებიან ორიენტირებული საქართველოს საუკეთესო ინტერესებზე, ეს მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება ამ ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურს ამის გაგრძელების ნახვა. აშშ ცდილობს, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევით, რომ საქართველო იყოს მეტად მდგრადი და მედეგი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები