საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მოქალაქეებს მეტად ინფორმირებაში დაეხმარება.
“საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი პარლამენტში, რომელიც ემსახურება იმას, რომ კონკრეტულ საკითხებზე, რომლის მიმართაც საზოგადოების ინტერესი დიდია, არსებობდეს მეტი ინფორმაცია, ჩატარდეს მოკვლევა, რათა საზოგადოება მეტად იყოს ინფორმირებული და ეს ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებას.
ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მექანიზმი, რომელიც ბევრ სხვა პარლამენტში გამოიყენება. ასევე გამოიყენება აშშ-ის კონგრესი და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტის წევრები სრულად გამოიყენებენ ამ ინსტრუმენტს, რომლებიც მათ შექმნეს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე”, – აცხადებს დეგნანი.