ვლადიმერ პუტინის წინადადება უკრაინასთან 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აბსურდულია. ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღე უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კიტ კელოგმა განაცხადა.
მან გაიხსენა, რომ აშშ-მა უკრაინას ორ ქვეყანას შორის ომის დასასრულებლად 22 კონკრეტული ნაბიჯი შესთავაზა, რაზეც ისინი “უკრაინულ მხარესთან გულწრფელი, პირდაპირი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ მივიდნენ“.
კელოგის თქმით, უკრაინას ყველა იდეა არ მოეწონა, მაგრამ “არავის მოსწონს შეთანხმების საბოლოო ვერსია და ეს, როგორც წესი, მოლაპარაკებების დროს ხდება”.
“სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის იდეა აბსურდულია. პრეზიდენტს (დონალდ ტრამპი) სურს მუდმივი, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა – ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაზე, ინფრასტრუქტურის ჩათვლით – მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, გახანგრძლივების შესაძლებლობით“, – განაცხადა კელოგმა.
მისივე თქმით, უკრაინა უკვე დათანხმდა ასეთ წინადადებას და ახლა ვლადიმერ პუტინის ჯერია.