spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბექა ჯაიანი დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაში, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში – გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში,  ასევე, დამნაშავედ ცნეს გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.

37 წლის კესარია აბრამიძე გასული წლის 18 სექტემბერს საკუთარ სახლში, დიდ დიღომში მოკლეს.

განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები