spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ხალხის ძალას” კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა

მოძრაობა “ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.

 

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

 

მოძრაობას შემოუერთდნენ ასევე თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.

 

ბრიფინგზე მოძრაობის წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის წილების 52% იყიდა, რაც მათი თქმით, “ხელს შეუწყობთ, რომ სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მიიტანონ”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები