spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხარაგაულში ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

ხარაგაულში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს ლევან ხაბეიშვილს და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატებს კითხვით მიმართა, თუ რატომ იღებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ დახმარებას, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

 

ლევან ხაბეიშვილსა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს  საკრებულოს თავმჯდომარე,  დეპუტატები და ადგილობრივი მერიის სამსახურების წარმომადგენლები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და  ქუჩაში გაგრძელდა. 

 

ადგილზე გამოიძახეს პოლიცია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები