spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხარკოვის ოლქში 20 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსმა ოკუპანტებმა დღეს არაერთხელ შეუტიეს ხარკოვის რეგიონს. რეგიონში დაღუპულთა სიმრავლის გამო, 20 მაისს გლოვის დღეა გამოცხადებული, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ოკუპანტების დაბომბვას 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. დაღუპულთა შორის არის ორსული ქალი. დაშავდა 15-ზე მეტი ადამიანი.

 

“მარადი ხსოვნა ამ ომის ყველა უდანაშაულო მსხვერპლს“, – აღნიშნა სინეგუბოვმა.

 

რუსმა ოკუპანტებმა დღეს არაერთხელ დაბომბეს ხარკოვის რეგიონი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსებმა სასაფლაოს და ფეხბურთის მოედნის მახლობლად პოპულარულ დასასვენებელ ადგილს დაარტყეს. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები