ხარკოვში 30 აგვისტოს რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 97.
დაღუპულთა შორის არიან 18 და 14 წლის გოგონები.
დაშავებულთა შორის კი 22 ბავშვია.
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი 30 აგვისტოს დაბომბეს. დაზიანდა 82 მრავალსართულიანი კორპუსი, 11 კერძო სახლი, სამი ადმინისტრაციული შენობა, ორი საგანმანათლებლო დაწესებულება, ორმოცდაათზე მეტი მანქანა.