17 აგვისტოს საღამოს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის სალტოვსკის რაიონში მდებარე ჰოსტელს ცეცხლი გაუხსნეს. მტერმა შენობას საკრუიზო რაკეტა “კალიბრით” დაარტყა, – ამის შესახებ სამოქალაქო დაცვის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორმა ივან სოკოლმა განაცხადა.
წინასწარი ინფორმაციით, 3-სართულიან შენობაში 30 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ბავშვები და პენსიონერები.
“ჰოსტელი ბოლომდე დანგრეული. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა,არიან დაღუპულები, დაჭრილები, მაშველებმა ნანგრევებიდან ადამიანები გამოიყვანეს”, – განაცხადა სოკოლმა.
ბოლო მონაცემებით, შენობის დანგრევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა, მათ შორის 4 მაშველებმა გამოიყვანეს.
ოკუპანტები ხარკოვს გუშინ მთელი დღის განმავლობაში ბომბავდნენ, აფეთქებების ხმა ისმოდა დღეს დილითაც. დილით რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ხარკოვის სლობოდას რაიონს. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.