ხაშურში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 51 წლის მამაკაცი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის, მე-4 ნაწილის “გ” პუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცმა 16 წლის ბიჭი ცივი იარაღის მუქარით რამდენჯერმე გააუპატიურა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი რკინიგზაში მუშაობდა და ის ერთ-ერთ სოფელში მარტო ცხოვრობდა.