ხაშურში მეცხრეკლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდი უგონო მდგომარეობაში გვიან ღამით ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსთან ნახეს.
ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გოგონა სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არის გარდაცლილი, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.