spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხაშურში სპეციალური ტექნიკის მძღოლები გაიფიცნენ

ხაშურში სპეციალური ტექნიკის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი დამსაქმებელი კომპანიისგან კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. როგორც გაფიცებულები აცხადებენ, სამი თვეა, მათ ანაზღაურება არ აუღიათ, რის გამოც პროტესტი გადაწყვიტეს.

 

გაფიცვის გამო 330 მილიონიანი პროექტი შეჩერებულია. 

 

მძღოლების განცხადებით, მანამდე არ შეწყვეტენ პროტესტს, სანამ კუთვნილ ანაზღაურებას არ მიიღებენ.

 

“იანვრიდან არ ამიღია ხელფასი. ამბობენ, დავურიცხეთო, მაგრამ ტყუილია. ვმუშაობ პატიოსნად, რაც მევალება ყველაფერს ვაკეთებ. გავდივარ 8 საათზე და შევდივარ 6 საათზე სახლში. შვილები მყავს, ოჯახი მყავს არავინ ჩემი დამხმარე არ არის” ,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

 

როგორც გაფიცულები აცხადებენ, მათ უმეტესობას ბანკის ვალები აქვთ.

 

“მესამე თვე დაიწყო და ხელფასი არ ამიღია. თუ დაირიცხება ჩვენი დავალიანება, გავაგრძელებთ მუშაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი იქნება გაჩერებული”, – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები