გურია, აჭარა, არის მოხვედრილი მაღალი საფრთხისა და რისკის მყოფ დასახლებაში. საჭიროა, რომ იქ განხორციელდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომ მსხვილი რისკები იყოს თავიდან არიდებული, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რისკების შესწავლასა და საჭირო პროცედურებს შორის დრო უნდა იყოს განსაზღვრული, რათა რეაგირება დაგვიანებული არ იყოს.
“თითქოს კონკურენტს ხედავს სახელმწიფო ამ მოხალისეებში. პატარა ბავშვივით იქცევიან. ეს დაახლოებით იგივეა, რომ თუ ეს მოხალისე არ არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, არ მივიდეს ჯახებში. როდესაც ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, ყველაფერი უკან გადადის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოხალისემ შეიძლება არ შეასრულოს ის სამუშაო, რაც სპეციალურად გაწვრთნილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა, მაგრამ იქ არის უამრავი დამხმარე ღონისძიება გატარებული, რისთვისაც უნდა იყოს მათი რესურსი გამოყენებული.
გარემოს დაცვის სამსახურს იდენტიფიცირებული აქვს რისკები და ეს ტერიტორიები – გურია, აჭარა, არის მოხვედრილი იმ მაღალი საფრთხისა და რისკის მყოფ დასახლებაში. საჭიროა, რომ იქ განხორციელდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომ მსხვილი, მასშტაბური რისკები იყოს თავიდან არიდებული, მაგრამ თუ შუალედი ამ ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას შორის სახელმწიფომ არ დაიცვა და დიდი შუალედია, ვითარება ისე შეიცვალოს, რომ დაგეგმილი ღონისძიებები წყალში იყოს ჩაყრილი, ამიტომ დღეს ნამდვილად ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია, უნდა ისხდნენ და ამაზე ფიქრობდნენ, რომ შემდგომი გართულებები არ მოჰყვეს ამას”, – განაცხადა ხათუნა გოგოლაძემ.