spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხათუნა ლაგაზიძე – გაცილებით უფრო მსხვილი გაერთიანებების ხილვას არ გამოვრიცხავ

არჩევნების წაგების ყველაზე მეტად დღეს ეშინია “ქართულ ოცნებას”. ისინი ფსიქოლოგიურად ემზადებიან კოალიციური მთავრობისთვის. ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან არჩევნების წაგების შეგუებამდე ერთი ნაბიჯია მხოლოდ, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპას” დამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.

“ჩვენთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწორად გავაანალიზოთ ის პროცესი, რაც ხდება და რა სარგებელი შეიძლება საქართველომ ამ პროცესიდან.

არჩევნების წაგების ყველაზე მეტად დღეს ეშინია “ქართულ ოცნებას”. ისინი ფსიქოლოგიურად ემზადებიან კოალიციური მთავრობისთვის. ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან არჩევნების წაგების შეგუებამდე ერთი ნაბიჯია მხოლოდ.

მე გაცილებით უფრო მსხვილი გაერთიანებების ხილვას არ გამოვრიცხავ. ერთიანი სიის მოლოდინი ნაკლებად მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციაში ორი პოლუსი სრულიად რეალისტურად გამოიყურება.

ამ მოცემულობითაც ოპოზიციას აქვს რეალური შანსი, ამ მოცემულობით ოპოზიცია იგებს.

ოპოზიციამ უნდა შეძლოს და ერთიან სტრატეგიაზე უნდა შეთანხმდეს”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები