ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილისგან, შეიძლება იქცეს ეროვნული თანხმობის საფუძვლად, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს.
მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლილას მიხეილ სააკაშვილმა აქცენტი გააკეთა სასამართლოს თავისუფლების მნიშვნელობაზე, რომელიც არის გზავნილი როგორც ქართველი ამომრჩევლის, ასევე დასავლეთისათვის.
“ოცნების” ხელისუფლება უფრო თავის თავს ასამართლებს. ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილისგან, შეიძლება იქცეს ეროვნული თანხმობის საფუძვლად. მთავარი იყო ბოდიში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, მთავარი საკითხი სწორედ ეს არის ეროვნული თანხმობა. სწორედ მიხეილ სააკაშვილი არის ამისთვის მზად და ძალიან მრავალშრიანი იყო ის ბოდიში, რომელიც მან მოიხადა.
მან კარგად იცის, რა არის დღეს ახალი და გაცილებით წარმატებული საქართველოსთვის საჭირო – ეს არის სრულიად თავისუფალი სასამართლო. მან 2011 წელს ნიკა რურუასთან საუბარი მოიყვანა და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფო და თქვა, რომ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრებაო და ფაქტობრივად ასეც მოხდა. ეს იყო ძალიან საინტერესო მესიჯი არა მხოლოდ საქართველოს ამომრჩევლისთის, არამედ დასავლეთისთის და მისი დღევანდელი გამოსვლა სწორედ ამ ორ კონტექსტში თანაბრად უნდა განვიხილოთ და თანაბრად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ლაგაზიძემ “მთავარი არხის” ეთერში.