spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხათუნა სამნიძე – 26 ოქტომბერი იქნება ის დღე, როდესაც “ოცნება” საკუთარი ამომრჩევლისგან მკაფიო პასუხს მიიღებს

26 ოქტომბერი იქნება იმის საფუძველი და ის დღე, როდესაც “ოცნება” საკუთარი ამომრჩევლისგან მკაფიო პასუხს მიიღებს, რომელიც ევროპულ მომავალს აირჩევს, – ამის შესახებ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

 

“სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები “რუსულ კანონს” ორჯერ შეეწინააღმდეგნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ხელისუფლებას გაეგო, რომ ამ კანონით ქვეყანა დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს დაკარგავდა, “ქართულმა ოცნებამ” არაფრად ჩააგდო არც ოპოზიციის, არც ახალგაზრდების, არც საზოგადოების უმრავლესობის ხმა და მაინც მიიღო ეს კანონი. ბუნებრივია, საპარლამენტო ოპოზიცია ვერთიანდებით და ვაპირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში ვიდავოთ, რადგან ეს კანონი პირველ რიგში არღვევს ადამიანის უფლებებს და ქვეყნის კონსტიტუციას, 78-ე მუხლს და ქვეყანას ფაქტობრივად ევროპისკენ მომავალს უკეტავს.

 

26 ოქტომბერი იქნება იმის საფუძველი და ის დღე, როდესაც “ოცნება” საკუთარი ამომრჩევლისგან მკაფიო პასუხს მიიღებს, რომელიც ევროპულ მომავალს აირჩევს”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ. 

 

ოპოზიციამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები