spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხათუნა სამნიძე – დღეს უკვე ღიად ამბობენ ადამიანები, რომ არ უნდათ რაიმე აკავშირებდეთ “ქართულ ოცნებასთან”

დღეს უკვე ღიად ამბობენ ადამიანები, რომ არ უნდათ რაიმე აკავშირებდეთ “ქართულ ოცნებასთან”. ეს მახსენებს წინა ხელისუფლების ბოლო პერიოდს, როცა მოქალაქეები ღიად ემიჯნებოდნენ ხელისუფლებას  და ამით აჩვენებდნენ სხვებს, რომ მე არ ვარ იმასთან, რომელიც აუცილებლად უნდა წავიდეს ხვალ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, საკუთარი დღის წესრიგით წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია.

“დღეს უკვე ღიად ამბობენ ადამიანები, რომ არ უნდათ რაიმე აკავშირებდეთ “ქართულ ოცნებასთან”. ეს მახსენებს წინა ხელისუფლების ბოლო პერიოდს, როცა მოქალაქეები ღიად ემიჯნებოდნენ ხელისუფლებას  და ამით აჩვენებდნენ სხვებს, რომ მე არ ვარ იმასთან, რომელიც აუცილებლად უნდა წავიდეს ხვალ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ “ქართული ოცნება” წავა ხელისუფლებიდან 26 ოქტომბერს და იქნება ოპოზიციაში.

ჩვენ არ ვპასუხობთ და არ ვერთვებით “ქართული ოცნების” დაწესებულ კამპანიურ დღის წესრიგში. ისინი ამას ცდილობენ. ყველა კანონი, რომელიც არჩევნების წინ მიიღეს არღვევდა ადამიანის უფლებებს და ყველაფერი ეს კეთდებოდა იმისათვის, რომ მუდმივად თავიანთი დღის წესრიგით წარმართულიყო საარჩევნო კამპანია”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები