spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხათუნა სამნიძე – ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ ასეთი მაღალი რანგის წევრებს არ შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები

ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ ასეთი მაღალი რანგის წევრებს არ შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და არც საქართველოს პარლამენტის სპიკერი. მიზეზი იყო აბსურდული, რომ თითქოს დრო არ აქვთ, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბუნდესტაგის წევრებს გაუზიარეს, რა კოორდინირებულად მუშაობს ქართული ოპოზიცია.

“ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ ასეთი მაღალი რანგის წევრებს არ შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და არც საქართველოს პარლამენტის სპიკერი. მიზეზი იყო აბსურდული, რომ თითქოს დრო არ აქვთ, მაგრამ ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რამდენად წინააღმდეგია ეს იმის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი.

ჩვენ მათ გავუზიარეთ, რამდენად კოორდინირებულად მუშაობს ოპოზიცია იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებით მათი მხარდაჭერა, რომ საარჩევნო პროცესი იყოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებით გაჯერებული”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ბუნდესტაგის წევრები საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ პარლამენტში დახურული შეხვედრა გამართეს. ხელისუფლებიდან გერმანიის პარლამენტის წევრებს კი მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძე ხვდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები