spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხათუნა სამნიძე – იმედს ვიტოვებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვსაუბრობთ – საკონსტიტუციო სასამართლო არ არის თავისუფალი და ყველა უწყება, ყველა შტო მიტაცებული აქვს ბიძინა ივანიშვილს, მე იმედს ვიტოვებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს , – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

 

“ქართულმა ოცნებამ” “რუსული კანონის” მიღებით პირდაპირ დაარღვია კონსტიტუციის 78-ე მუხლი და ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველა ვაწერთ ხელს სარჩელს, რომლითაც სწორედ 78-ე მუხლთან მიმართებაში არგუმენტირებულად საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვსაუბრობთ – საკონსტიტუციო სასამართლო არ არის თავისუფალი და ყველა უწყება, ყველა შტო მიტაცებული აქვს ბიძინა ივანიშვილს, მე იმედს ვიტოვებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შედის. არსებული ინფორმაციით, სარჩელს ხელს პარლამენტის 32 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს, გარდა პარტია “გირჩისა”, რომელიც მიზეზად სასამართლოს უნდობლობას ასახელებს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები