დიდი ხანია, ვამბობ, რომ ჩანს, მელია შექმნის ცალკე პარტიას. ეს ჩანდა აქამდეც და უკვე დადასტურდა მისი მხრიდან, მაქვს მოლოდინი, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
“როცა ოპოზიციურ პარტიებში არის შიდა არეულობა და შიდა დაპირისპირება გარეთაც გამოდის, ეს ასუსტებს ზოგადად ოპოზიციურ ფლანგს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარტიები ოპოზიციის მხარეს. გვჭირდება მეტი კოორდინაცია და ალტერნატივის შექმნა. ამას კი სჭირდება გამოკვეთილი პროფილები თითოეული პარტიიდან. პარტია, სადაც მუდმივად დაპირისპირებაა, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს.
ლოგიკურია, თუ ნიკა მელია ცალკე პარტიას შექმნის და გაერიდება „ნაციონალურ მოძრაობას“. თანამშრომლობასა და საუბარს მე ვაპირებ ყველა პარტიასთან, თუმცა ვნახოთ, როგორი საარჩევნო ცენტრი შეიქმნება, როგორი აზრი იქნება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.