spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხათუნა სამნიძე – ოპოზიციის ინტერესია, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, არჩევნებს ვიგებთ

ჩვენი, ოპოზიციის ინტერესია, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, არჩევნებს ვიგებთ. კოალიციური მთავრობის შექმნისთანავე, მოქალაქეს უკვე ექნება წარმოდგენა, როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამარჯვებისთანავე გაუქმდება ე.წ. “რუსული კანონი”.

“ჩვენი, ოპოზიციის ინტერესია, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, არჩევნებს ვიგებთ. კოალიციური მთავრობის შექმნისთანავე, მოქალაქეს უკვე ექნება წარმოდგენა, როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები და შემდეგი გზა. ჩვენ არ გაგვიჭირდება ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება. “რუსული კანონის” გაუქმებას საერთოდ არ ექნება პრობლემა, “რუსულ კანონს” გავაუქმებთ. ამის შემდეგ დავიწყებთ სხვა ფუნდამენტურ საკითხებზე ზრუნვას. ჩვენი კოალიციისთვის მნიშვნელოვანია განათლება. დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით სხვა კოალიციებთან, რომ გაიზარდოს დაფინანსება, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. არავინ თქვას, რომ ჩვენი ბიუჯეტი ვერ გასწვდება სხვადასხვა სფეროს”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები