spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხათუნა სამნიძე – თუ ამომრჩეველმა საკუთარი ხმა არ დაიცვა, ცვლილებებზე საუბარი ძალიან რთულია

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ  პოლიტიკოსებმა, თუ ამომრჩეველმა საკუთარი ხმა არ დაიცვა, ცვლილებებზე საუბარი ძალიან რთულია, – ამის შესახებ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩევლის მოტივაცია საარჩევნოდ აუცილებლად გაიზრდება.

“მე ხშირად ვამბობ, რომ პოლიტიკოსებს კი არ მოგვაქვს ცვლილება, არამედ მოაქვს ხალხს და მჯერა, რომ ისინი მოიტანენ ცვლილებებს. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკოსებმა, თუ ამომრჩეველი არ ადგა და საარჩევნო ყუთთან არ მივიდა, თუ საკუთარი ხმა არ დაიცვა, ცვლილებებზე საუბარი ძალიან რთულია.

დიდი ხანია, ოპოზიციური ამომრჩეველი იბრძვის – ხმას აძლევს, გადის მიტინგებზე, მაგრამ ჩანს, რომ ძალიან გაგვიჭირდა ცვლილებების მოტანა.

დღეს ხელისუფლება ღიად აჩვენებს, რომ ევროპა არ არის მათი არჩევანი. ამიტომ, მგონია, რომ ამომრჩევლის მოტივაცია კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ, რომ ქვეყანა რუსეთისკენ, რომ არ შებრუნდეს, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები