spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ხათუნა სამნიძეს შეუძლია, თქვას და გააკეთოს ის, რაც უნდა, ჩვენ არანაირად არ შევდივართ პარლამენტში”

ხათუნა სამნიძეს შეუძლია, თქვას და გააკეთოს ის, რაც უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლას არ აპირებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არც პარლამენტში შევა და არც მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება, თუ განხილვის თემა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რაც უკავშირდება მხოლოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი არ აპირებს ერთჯერადად, ორჯერადად ან მრავალჯერადად პარლამენტის მანდატის გამოყენებას და პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას მარტივი რამის გამო – ჩვენ უკვე დეკემბერში დავწერეთ განცხადებები საკუთარი უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დეკემბრიდან ჩვენ აღარ ვართ პარლამენტის წევრები, ეს მხოლოდ კობახიძის და თალაკვაძის თავში მოიხარშა, რომ ნაძალადევად უნდა ვიყოთ პარლამენტის წევრები.

რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება, იფიქრონ ისე, როგორც თავად თვლიან საჭიროდ. ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს, არანაირად არ შევდივართ პარლამენტში და არც მოლაპარაკებაზე დავსხდებით, თუ ეს საკითხი არ იქნება დაკავშირებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები