“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული მასობრივი შიმშილობის აქციის ფარგლებში 200-მდე ადამიანი ჩართული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ადამიანების ჯანმრთელობის კონტროლი ხდება, მათ შორის ეპიდვითარების კუთხით.
“დღეს შიმშილობს დაახლოებით 200-მდე ადამიანი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამინი მოდის, უერთდება და არ ვიცი სააბოლოდ ეს რა რიცხვი იქნება. უამრავი ადამიანი გამოთქვამს სურვილს. ამ ადამიანების ჯანმრთელობა ძალიან მკაცრად კონტროლდება, მათ შორის კოვიდის შესაბამისი ტესტით, რომ ეპიდსიტუაცია იყოს დაცული. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ შესაბამისი პირობები”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
მასობრივი საპროტესტო აქციის დაწყებიდან ერთი დღე გავიდა. მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბრის მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ დაიწყს