spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ამ არჩევნებში რუსული ჩარევა იყო ძალიან ღია და თვალსაჩინო

ამ არჩევნებში რუსული ჩარევა იყო ძალიან ღია და თვალსაჩინო. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, მინდა, შევახსენო, რომ რუსეთი ერევა ისეთი ქვეყნების არჩევნებშიც, როგორიცაა საფრანგეთი, აშშ. სქემა იყო ერთი და იგივე, რუსული, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო საკითხებში საერთაშორისო გამოძიება უმნიშვნელოვანესია.

“საერთაშორისო გამოხმაურება იყო ძალიან მძიმე. არცერთ დასავლელ პარტნიორს არ უღიარებია  ეს არჩევნები, ერთადერთი ორბანის გარდა, რომელიც არ წარმოადგენს ევროკავშირის პოზიციას. NDI-ის, IRI-ისა და ეუთო/ოდირის დასკვნა იყო ძალიან მძიმე და თუ კარგად წაიკითხავენ ამ დასკვნას გაიგებენ, რომ სამართლიანი არჩევნები თუ არ იქნა, ეს არჩევნები არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომ ადამიანებმა საკუთარი ნება გამოავლინონ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებში რუსული ჩარევა იყო ძალიან ღია და თვალსაჩინო. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, მინდა, შევახსენო, რომ რუსეთი ერევა ისეთი ქვეყნების არჩევნებშიც, როგორიცაა საფრანგეთი, აშშ. სქემა იყო ერთი და იგივე, რუსული, ტრიალებდა დიდი ოდენობის შავი ფული, ამიტომ, საერთაშორისო გამოძიება არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები