ამ მოცემულობით “ქართული ოცნება” დასრულებულია, – ასე გამოეხმაურა ხატია დეკანოიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის ედეგებს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
მისი თქმით, ის რომ ბიძინა ივანიშვილი საფრთხეა საქართველოს განვითარებისთვის ეს გამოკითხვის შედეგებმაც აჩვენეს.
“19%-იან პარტიას, რომ ნამდვილად არ შეუძლია შეცვალოს საქართველოს, მისი ევროინტეგრაციული მომავალი გამოაჩინა მოქალაქეების დამოკიდებულებამ ნათლად გამოაჩინა.
იგივე მოხდა 6, 7 და 8 მარტის აქციებზე, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ოპოზიციის საერთო რეიტინგს, სამუშაო ბევრია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მოცემულობით ქართული ოცნება დასრულებულია. “ოცნების” მმართველობის დასასრულს ვუყურებთ.
რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს, ყველამ, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ გაიგო, რომ ეს ადამიანი არის საფრთხე საქართველოს განვითარებისთვის”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის თანახმად, ოთხი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები წააგოს.
IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა.
“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” ინფორმაციით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.