spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ამომრჩეველი და პარტიის წევრებიც ვიმსახურებთ პოლიტიკური საბჭოს გაცილებით მაღალი ჩართულობით არჩევას

“ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი და პარტიის წევრებიც ვიმსახურებთ პოლიტიკური საბჭოს გაცილებით მაღალი ჩართულობით არჩევას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე წერს.

 

“ხვალ მიშას გადამწყვეტი პროცესია, ამიტომ მაქსიმალურად მოკლედ და თავშეკავებულად ვიტყვი:  

 

ჩვენი პარტიის ამომრჩევლის პატივისცემა არის უპირობო, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი და პარტიის წევრებიც ვიმსახურებთ პოლიტიკური საბჭოს გაცილებით მაღალი ჩართულობით არჩევას.  

 

სამწუხაროა, ყრილობაზე ყოფნის მიუხედავად, პოსტ-ფაქტუმ გავიგე პოლიტსაბჭოს არჩევნების შესახებ. 

 

სამწუხაროა მსგავსი მიდგომა”, – წერს ხატია დეკანოიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები