დარწმუნებული ვარ, რომ ევროსაბჭოს დღის წესრიგში აუცილებლად იქნება საქართველოზე მსჯელობა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში სანქციებზე და ხელისუფლების არაღიარებაზე მუშაობა გრძელდება.
“რთულია მეტწილად ფოკუსი დამყარდეს და დამაგრდეს მხოლოდ საქართველოზე. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფოკუსი იყოს. ეს ფოკუსი არ წავა, თუ საქართველოში პროტესტი იქნება და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აქტიურობა ყველა მხრიდან. ამიტომ, წერილიც, საუბარიც, მიმართვაც უმნიშვნელოვანესია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროსაბჭოს დღის წესრიგში აუცილებლად იქნება საქართველოზე მსჯელობა.
ჩვენი მუშაობა ამ კონტექსტში არ შეჩერებულა, არალეგიტიმაციაზე ვაგრძელებთ მუშაობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე სანქციებზე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ოპოზიციასთან კოორდინაციით, ევროპელ ლიდერებთან გაგზავნა ერთობლივი წერილი, რათა ევროპული საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც შევიდეს.