ვფიქრობ, არჩევნებისა და ქართველი ხალხის მანდატის შემდეგ ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი კოალიციური მთავრობისა და ხელისუფლების ჩამოყალიბებაზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა.
“ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ქართველი ხალხის მიერ 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერი არის ნამდვილად წყალგამყოფი. ეს არის დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა, ქართველმა ხალხმა მანდატი უნდა მიანიჭონ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ ბრძოლაში. ამ ბრძოლაში კი ჩართულია ძალიან ბევრი ადამიანი – სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, ამიტომ ჩემი მთავარი ფოკუსი არის კარდაკარ ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილების გაზიარება.
ვფიქრობ, არჩევნებისა და ქართველი ხალხის მანდატის შემდეგ ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი კოალიციური მთავრობისა და ხელისუფლების ჩამოყალიბებაზე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.