spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – აშშ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერას

ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერას, – ამის შესახებ “ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს ქართულ მედიას და ყველას, ვინც რეჟიმს ეწინააღმდეგება.

“რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერას. მხარდაჭერა ნიშნავს სანქციების დაწესებას, პირველ რიგში, ყველა იმ წარმომადგენლის მიერ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და კიდევ ვიხილავთ. ეს ნიშნავს მხარდაჭერას მედიის და ყველა იმ ადამიანის, რომელიც დღეს აპროტესტებს რეჟიმის ძალადობრივ ქმედებას ქართველი ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები