spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ხატია დეკანოიძე – ჩვენ გვყავს მეგობრები, მით უმეტეს, ამერიკის შეერთებული შტატებში წარმომადგენელთა პალატაში და სენატში

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, უფრო მეტიც, საქართველოს ბევრი მეგობარია მობილიზებული ამ კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებში, – ამის შესახებ “ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საკითხი ვერ გაქრება, სანამ საქართველოში არსებობენ ადამიანები, ვინც ებრძვის რეჟიმს.

“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, უფრო მეტიც, საქართველოს ბევრი მეგობარია მობილიზებული ამ კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებში. “მეგობარ აქტში” კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის და იმ ადამიანების პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ვინც საქართველოს ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგი არიან და საქართველო მიჰყავთ ძალიან მძიმე ადგილას, საიდანაც გამოსვლას ათწლეულები სჭირდება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვმართებს ყოველგვარი უიმედობის ჩვენს თავში მოსპობა. ჩვენ გვყავს მეგობრები, მით უმეტეს, ამერიკის შეერთებული შტატებში წარმომადგენელთა პალატაში და სენატში.

საქართველოს საკითხი ვერ გაქრება, სანამ საქართველოში არსებობენ ადამიანები, მედია, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება – ვინც იბრძვის, რეჟიმის წინააღმდეგ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სივრცე ჩვენ ამოვავსოთ და არა რეჟიმმა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სენატში MEGOBARI Act-ს დღეს, 27 მარტს განიხილავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები