ჩვენ ყველაზე უფრო მძლავრი ხერხი თავდაცვისა და თავდასხმისაც არის პროტესტის გაფართოება. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს ყველაფერი რეჟიმის დასასუსტებლად გამოვიყენოთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილს ქვეყანაში არსებული პროტესტი აწუხებს.
“ამ 90 დღის განმავლობაში არის შეუსვენებელი პროტესტი და დაუღალავი ბრძოლა. თვითონვე აწუხებს ეს ბიძინა ივანიშვილს. მას უნდოდა, რომ 18-მდე პროტესტი ჩაეხშოთ. ყველანაირი ხერხი გამოიყენეს – ძალადობა, დაკავება, ჯარიმები, რომელიც არ ილევა. ამ ადამიანებმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია ვერ მიიღეს, შიგნით გრძელდება პროტესტი, არის ზეწოლა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ამ ადამიანების სახლში შეყვანა უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ ყველაზე უფრო მძლავრი ხერხი თავდაცვისა და თავდასხმისაც არის პროტესტის გაფართოება. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს ყველაფერი რეჟიმის დასასუსტებლად გამოვიყენოთ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.