მუქარა ხომ იყო, რომ არ გადაკეტოთ გზა, თორემ სისხლის სამართლით დაგიჭერთ. შედეგი კი იყო ის, რომ მიუხედავად ამ უმძიმესი მუქარისა, ხალხი მაინც გამოვიდა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ მხარეს დგანან სტუდენტები, ქალები და პროფესორები, მეორე მხარეს კი – სადისტები.
“ძალიან თვალსაჩინოა, აქეთ დგანან პროფესორები, სტუდენტები და იქით – სადისტები. ამ ადამიანებზე დგას რეჟიმი. თვალსაჩინო იყო ის, იმ ადგილას, თვითონ პოლიციელებს უჭირდათ ვითარების მართვა და ხარაზიშვილი იყო ამ ძალადობის ორგანიზატორი, რომელიც მოჰყვებოდა ჩვენს მარშს. პრაქტიკულად, საკუთარი მუქარა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააჟღერა, ვერ შეასრულა, თუ არა ცემა და დაკავებები. ეს ადამიანები, ვინც რეჟიმის მთავარი დასაყრდენები არიან, წარმოადგენენ მახინჯ ფორმას. ეს ადამიანები წარმოადგენენ პოლიტიკურ მხარეს, არანაირ სამართალდამცველებს ისინი არ წარმოადგენენ.
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს ადამიანები მომავალში აღარ მოხვდნენ აქ. მუქარა ხომ იყო, რომ არ გადაკეტოთ გზა, თორემ სისხლის სამართლით დაგიჭერთ. შედეგი კი იყო ის, რომ მიუხედავად ამ უმძიმესი მუქარისა, ხალხი მაინც გამოვიდა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.