ჩვენი არჩევნების არაკონსტიტუციურობა მაშინ დადგა, როცა ჩვენს ემიგრანტებს შეუზღუდეს ხმის მიცემის უფლება. ვინც ხმა მისცა – საათობით რიგში იდგა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
“გუშინ, როცა ჩემი მოლდაველი მეგობრები მწერდნენ, რომ დიასპორის აქტივობა საოცრად მაღალი იყო – აშკარა გახდა, რომ სანდუს ვერ დაამარცხებდა რუსეთი.
მისი კონკურენტი კარგად მახსოვს. პლაჰოტნიუკის დემოკრატიული პარტიიდან ვიცე-სპიკერი იყო. შემდეგ, პროკურორად დაინიშნა. მის წინააღმდეგ რამდენიმე კორუფციის საქმე იყო. სასამართლოშიც ჩიოდა თანამდებობიდან გადაყენების გამო.
გაგაუზიის ავტონომიურ ოლქში, საიდანაც სტოიანოგლუა, პრორუსული განწყობები ძალიან მაღალია. რუსეთი ამას ათწლეულებია კვებავს. შორმა და მისმა უფროსებმაც პრორუს კანდიდატად ყოფილი პროკურორი დაასახელეს, რომლის მთავარი დაპირება იაფი რუსული გაზი და აშშ-ს, ევროკავშირსა, რუსეთსა და ჩინეთს შორის „ბალანსის“ პოლიტიკა წარმოადგენდა.
რუსეთმა ყველაფერი გააკეთა მის გასამარჯვებლად: კრიპტოვალუტით მილიონობით დოლარის შემოდინება და ხმების ყიდვა, სპეციალური რეისებით პრორუსი და მოსყიდული ემიგრანტების გადაფრენა ხმის მისაცემად, მაგრამ მაინც ვერ გახდნენ.
მაია სანდუმ საზღვარგარეთ 200 უბანი გახსნა. 300 ათასზე მეტი ემიგრანტი მივიდა, ხმა მისცა და გადაარჩინა ქვეყანა რუსებისგან.
ჩვენი არჩევნების არაკონსტიტუციურობა მაშინ დადგა, როცა ჩვენს ემიგრანტებს შეუზღუდეს ხმის მიცემის უფლება. ვინც ხმა მისცა – საათობით რიგში იდგა. იცოდა ქოცმა, რომ თავისუფლებაში ვერ გაიმარჯვებდა.
ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ!” – წერს დეკანოიძე.