spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ერთ-ერთი დარღვევა არის რეგისტრაციის მაგიდები, რომლებიც ძალიან ახლოს არის მიდგმული კედელთან

ერთ-ერთი დარღვევა, რომელზეც მე გუშინ გავაკეთე განცხადება მედიასთან და საზოგადოებას საჯაროდ ვუთხარი, ეს არის რეგისტრაციის მაგიდები, რომლებიც ძალიან ახლოს არის მიდგმული კედელთან, ისე, რომ დამკვირვებლებს არ აქვთ საშუალება დადგნენ რეგისტრატორების უკან , რომ სიებს და მონიტორს დააკვირდნენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა.

“ერთ-ერთი დარღვევა, რომელზეც მე გუშინ გავაკეთე განცხადება მედიასთან და საზოგადოებას საჯაროდ ვუთხარი, ეს არის რეგისტრაციის მაგიდები, რომლებიც ძალიან ახლოს არის მიდგმული კედელთან, ისე, რომ დამკვირვებლებს არ აქვთ საშუალება დადგნენ რეგისტრატორების უკან, რომ სიებს და მონიტორს დააკვირდნენ. ეს არის დარღვევა, რომელზეც არის ძალიან მნიშვნელოვანი რეაგირება. იგივე პოზიცია აქვს არასამთავრობო სექტორის დამკვირვებლებსაც, დააფიქსირეს უბანზე საკუთარი აზრი. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა. ჩვენს დამკვირვებლებს და ბევრ დამკვირვებლებს არ ეძლევათ იმის საშუალება, რომ მონიტორს დააკვირდნენ, ვინ შემოდის და ვინ გადის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები